menu
arrow

მენიუ

close
logo
შეთავაზებებისიახლეებივლოგიჩვენ შესახებკონტაქტი
menuIcon
close

მენიუ

შეთავაზებებისიახლეებივლოგიჩვენ შესახებკონტაქტი
logologo
menu-iconკატეგორიები
0
გაყიდვების მენეჯერი0322 24 44 66
logo
menu
arrow

მენიუ

close
logo
სამშენებლო ტექნიკასაგზაო ტექნიკაინფრასტრუქტურულისამთო-მომპოვებელისაპორტო გადამზიდველიამწე

„თეგეტა ჰოლდინგის” შვილობილი კომპანია Construction Machinery Georgia დაარსდა 2022 წელს და არის წამყვანი ევროპული საგზაო-სამშენებლო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი. CMG-ის პორტფელი მოიცავს Liebherr-ს, Berco-სა და უმსხვილეს ფრანგულ ჯგუფში, FAYAT GROUP-ში, შემავალ BOMAG-სა და MARINI-ს.
...მეტის ნახვა
logo

დროა აირჩიო ხარისხი

პროდუქტები

Construction EquipmentRoad Construction EquipmentInfrastructureMining Equipment

ჩვენ შესახებ

კომპანიის შესახებშეთავაზებებივლოგისიახლეები

კონტაქტი

0322 24 44 66[email protected]აღმაშენებლის ხეივანი #129, თბილისი, საქართველო
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დაარსდა 1869 · Copyright 2025
CMG-ისა და Marini-ის ერთობლივი სემინარი

CMG-ისა და Marini-ის ერთობლივი სემინარი

06 თებერვალი, 2025

საგზაო მშენებლობის სექტორის წარმომადგენლებისთვის

CMG-ისა და Marini-ის ერთობლივი სემინარი

Construction Machinery Georgia-ის, “თეგეტა ჰოლდინგის” შვილობილი კომპანიის  ინიციატივით, თბილისში მოდიფიცირებული ბიტუმის წარმოების სემინარი გაიმართა. მთავარი მომხსენებელი, ინფრასტრუქტურული ტექნიკის წარმოების მიმართულებით, მსოფლიოში ლიდერი ბრენდის Marini-ს წარმომადგენელი იყო. CMG-ის მიწვევით საქართველოს MARINI Turkey-ს ​​გენერალური დირექტორის მოადგილე ალიჯან ტაბაქჩი ეწვია. სემინარს ესწრებოდნენ საგზაო მშენებლობის სექტორის წარმომადგენლები და CMG-ის ბიზნეს პარტნიორები.

ნიკა აბესაძე, Construction Machinery Georgia-ს დირექტორი:

„MARINI-სა და CMG-ის პარტნიორობა გასულ წელს დაიწყო. უმსხვილესი ფრანგული ჯგუფის, Fayat group-ის წევრი კომპანია MARINI მსოფლიო მასშტაბით მოწინავე ადგილს იკავებს ასფალტისა და ცივი ასფალტის წარმოების, ასევე ემულსიისა და პოლიმერული ბიტუმის ქარხნების მიმართულებით. ბოლო პერიოდში საქართველოშიც განსაკუთრებით აქტუალური გახდა მოდიფიცირებული ბიტუმი — ავტობანებზე მიმდინარე სამუშაოებში ბეტონის ნაცვლად უკვე სწორედ ასფალტს იყენებენ. ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა ჩვენ მიერ ორგანიზებული სემინარიც. გვსურდა, რომ Construction Machinery Georgia-ს პარტნიორებისა და ზოგადად, საქართველოში საგზაო-სამშენებლო სექტორისთვის ცოდნა და გამოცდილება უშუალოდ მოდიფიცირებული ბიტუმის ქარხნების მწარმოებელი პრემიუმ ბრენდის წარმომადგენელს გაეზიარებინა“.

MARINI, რომლის რეალიზაციაც დღეისთვის მსოფლიოს მასშტაბით 3000-ზე მეტ ასფალტის ქარხანას მოიცავს, აწარმოებს ინდუსტრიულ ტექნიკას, მათ შორის მოდიფიცირებულ ბიტუმის ქარხნებს. თბილისში გამართული სემინარის ფარგლებში ხაზი გაესვა იტალიური ბრენდის მაღალი ხარისხის პროდუქციის უპირატესობებს.

CMG-ისა და Marini-ის ერთობლივი სემინარი

MARINI Turkey-ს წარმომადგენელმა თავისი გამოცდილება სტუმრებსა და საქართველოს საგზაო სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებს გაუზიარა.

ალიჯან ტაბაქჩი, MARINI Turkey-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე:

„უკვე ერთი წელია, MARINI წარმატებით თანამშრომლობს ქართულ კომპანიასთან, Construction Machinery Georgia-სთან. ახლა, მათთან ერთად, შესაძლებლობა მოგვეცა, საგზაო-სამშენებლო სექტორისთვის ახალი ტექნოლოგიები გაგვეცნო, რადგან ეს სფერო სულ უფრო სწრაფად ვითარდება. დღეს მოდიფიცირებული ბიტუმის წარმოებასა და საგზაო სამშენებლო პროექტებში ასფალტის გამოყენების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის გავრცელება. გვიხარია, რომ ჩვენი პარტნიორი CMG-ს მეშვეობით საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა“.

სემინარი “თეგეტა ჰოლდინგის” კიდევ ერთი შვილობილი კომპანიის „თეგეტა აკადემიის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

2022 წლიდან Construction Machinery Georgia არის Marini-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. პრემიუმ ბრენდთან პარტნიორობის წყალობით, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს აღჭურვილობისა და სერვისების სრულ ასორტიმენტს, რომელიც აუცილებელია საგზაო-სამშენებლო ციკლისთვის. 

წინა

CONSTRUCTION MACHINERY GEORGIA

შემდეგი

საჩუქარი LIEBHERR-ის კომპანია CMG-სგან