menu
arrow

მენიუ

close
logo
შეთავაზებებისიახლეებივლოგიჩვენ შესახებკონტაქტი
menuIcon
close

მენიუ

შეთავაზებებისიახლეებივლოგიჩვენ შესახებკონტაქტი
logologo
menu-iconკატეგორიები
0
გაყიდვების მენეჯერი0322 24 44 66
logo
menu
arrow

მენიუ

close
logo
სამშენებლო ტექნიკასაგზაო ტექნიკაინფრასტრუქტურულისამთო-მომპოვებელისაპორტო გადამზიდველიამწე

„თეგეტა ჰოლდინგის” შვილობილი კომპანია Construction Machinery Georgia დაარსდა 2022 წელს და არის წამყვანი ევროპული საგზაო-სამშენებლო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი. CMG-ის პორტფელი მოიცავს Liebherr-ს, Berco-სა და უმსხვილეს ფრანგულ ჯგუფში, FAYAT GROUP-ში, შემავალ BOMAG-სა და MARINI-ს.
...მეტის ნახვა
logo

დროა აირჩიო ხარისხი

პროდუქტები

სამშენებლო ტექნიკასაგზაო ტექნიკაინფრასტრუქტურულისამთო-მომპოვებელი

ჩვენ შესახებ

კომპანიის შესახებშეთავაზებებივლოგისიახლეები

კონტაქტი

0322 24 44 66[email protected]აღმაშენებლის ხეივანი #129, თბილისი, საქართველო
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დაარსდა 1869 · Copyright 2025
Liebherr-ის ელექტრო სამთო ტექნიკა

Liebherr-ის ელექტრო სამთო ტექნიკა

07 მარტი, 2025

უნიკალური გამოცდილება Bauma-ს ვიზიტორებს

  • ელექტრო მანქანების წარმოების 30 წლიანი გამოცდილება
  • R 9200 E: ეფექტური ძრავა და ნულოვანი გამონაბოლქვი
  • T 236: გაზრდილი წარმადობა

ელექტრო მანქანების წარმოების დიდი გამოცდილებით, Liebherr წარმოგიდგენთ R 9200 E და T 236, რომელიც აკმაყოფილებს Bauma 2019-ის სამთო ტექნიკის მოთხოვნებს. ერთად მუშაობისას, R 9200 E და T 236 მოდელები ამცირებს გარემოს დაბინძურებას. R 9200 E-ის ციცხვი მარტივად ავსებს T 236 სატვირთოს, რაც შესანიშნავი კომბინაციაა პროდუქტიულობის გაზრდისთვის.
Bauma-ს ვიზიტორებს Liebherr შესთავაზებს უნიკალურ გამოცდილებას: 200 ტონიანი სამთო ექსკავატორის ამუშავება გიგანტური გადამრთველის საშუალებით. ამის მისაღწევად Liebherr-ის ტექნიკურ გუნდებს დიდი გამოწვევის გადალახვა მოუწიათ: ელექტრო კაბელის მიყვანა ექსკავატორთან, რომელსაც შეუძლია მიაწოდოს 6000 ვოლტი, რომელიც საჭიროა ტექნიკის ასამუშავებლად და ამასთან, უზრუნველყოს მაყურებლის უსაფრთხოება.

Liebherr-ის ელექტრო სამთო ტექნიკა

R 9200 E - 100%-ით ელექტრო 210 ტონიანი ექსკავატორი
R 9200 E ექსკავატორი შექმნილია სამთო ინდუსტრიის მოთხოვნების შესაბამისად. 850 კვტ (1,139 ცხ.ძ.) სიმძლავრით, 210 ტონიანი ელექტრო R 9200 E აბალანსებს განსაკუთრებულ წარმადობასა და ეკო-მეგობრულობას. მოდელი არ აზიანებს ოპერატორსა და გარემოს, ამცირებს გამონაბოლქვსა და ხმაურს. დიზელზე მომუშავე ექსკავატორთან შედარებით, R 9200 E ტექნიკურ ხარჯებს ამცირებს 25%-ით. სტარტის დროს დენის შემცირების მიზნით, Liebherr-ის ყველა სამთო ელექტრო ექსკავატორი აღჭურვილია ავტოტრანსფორმატორის ამძრავი მოწყობილობებით, რათა თავიდან აიცილონ მაღაროს ელექტროქსელის გათიშვა ექსკავატორის გაშვებისას.
ელექტრო ექსკავატორი იდეალურადაა მორგებული სამთო სამუშაოებისთვის დამახასიათებელ რთულ სამუშაო პირობებს. აქვს სიმძლავრის ნაკლები დანაკარგები, ვიდრე დიზელზე მომუშავე ძრავას და გაცილებით ადვილია ტექნიკის ამუშავება ცივ კლიმატშიც.
Liebherr გთავაზობთ კაბელის კოჭას ყველა ელექტროძრავიანი ექსკავატორისთვის. ეს კონცეფცია უზრუნველყოფს უკეთეს მობილურობას და ნაკლები ადამიანურ რესურსს კაბელის გადასატანად. კაბელის კოჭა არის სრულიად ავტონომიური და აქვს 245-დან 300 მ-მდე ტევადობა ექსკავატორის ტიპის შესაბამისად.

Liebherr-ის ელექტრო სამთო ტექნიკა

R 9200 E-სა და Eurovia-ს კოლაბორაცია
Lausitzer Grauwacke მაღარო მდებარეობს ლიესკეში, გერმანიის ჩრდილო-აღმოსავლეთში. 2010 წლიდან ის არის Eurovia ჯგუფის ნაწილი. მოპოვებული გრაუვაკა არის მყარი ქვიშაქვა, რომელიც არის ყინვაგამძლე და ძირითადად გამოიყენება მინერალურ ნარევებში, საავტომობილო გზების, რკინიგზის და პორტის მშენებლობისთვის. ეს კონკრეტული მაღარო არის ჩქაროსნული სარკინიგზო ლიანდაგის ბალასტის სერტიფიცირებული მომწოდებლიდან ერთ-ერთი.
Eurovia და Lausitzer Grauwacke ცდილობენ მოპოვებითი სამუშაოების მუდმივ გაუმჯობესებას, მდგრადი და მწვანე გადაწყვეტების შემუშავებას. ახლა ყველაზე დიდი ექსკავატორი Eurovia-ს პარკში ელექტრო Liebherr R 9200 E-ია, რომელმაც შიდა წვის ძრავაზე მომუშავე ექსკავატორი ჩაანაცვლა.

Liebherr-ის ელექტრო სამთო ტექნიკა

T 236 - დიზელის ელექტროძრავიანი 100 ტონიანი სამთო სატვირთო მანქანა
T 236 სატვირთოს შეუძლია გადაადგილდეს ციცაბო ფერდობებზე, რაც საშუალებას აძლევს მოერგოს რთულ სამუშაო გარემოს და გაზარდოს ეფექტიანობა. ელექტრო მოდელი არ აზიანებს გზის საფარს, ასევე შემცირებულია მასალის დანაკარგი სიჩქარის ცვლილებისას.
Off-Highway-Truck ტექნოლოგიებში გამოცდილების გამოყენებით, T 236 გამოირჩევა Liebherr-ის ელექტრული წამყვანი სისტემის ინოვაციებით, კერძოდ ვერტიკალურად ინტეგრირებული Litronic Plus Generation 2 AC წამყვანი სისტემით. 
კონცეფციის პირველი პრეზენტაციის შემდეგ MINExpo 2016-ზე ლას-ვეგასში, T 236-მა წარმატებით დაასრულა ტესტირების ეტაპი და დღეს ფუნქციონირებას ავსტრიაში, ერცბერგის რკინის მაღაროსა და სამხრეთ აფრიკაში აგრძელებს.
ინოვაციური 100 ტონიანი სატვირთო არის პროდუქტიული, საიმედო და ეკონომიური, რაც უზრუნველყოფს დაბალ საოპერაციო ხარჯებს.
სატვირთოს ყველა კომპონენტი შექმნილია გამძლეობისთვის და ექსტრემალურ პირობებში მუშაობისთვის. შედეგად, Liebherr-ის სატვირთო მანქანების შეკეთებებს შორის ინტერვალი არის უფრო დიდი, რაც ზოგავს დროსა და ხარჯებს.

Liebherr-ის ელექტრო სამთო ტექნიკა

 Liebherr-ის სამთო ტექნიკა: საექსპლუატაციო მზადყოფნისა და ხარჯთეფექტურობის უმაღლესი დონე
მაინინგის ინდუსტრიაში გადასვლის შემდეგ, Liebherr-ის აღჭურვილობამ დააწესა მაღალი სტანდარტები. თანამედროვე ტექნოლოგიების, გამძლე კომპონენტებისა და ყოვლისმომცველი სერვისის დახმარებით, Liebherr-ის სამთო სატვირთო მანქანები, ექსკავატორები და მუხლუხა ტრაქტორები უზრუნველყოფენ განსაკუთრებულ პერფორმანსსა და ხარჯთეფექტურობას, თუნდაც ყველაზე რთულ პირობებში მუშაობისას.

Liebherr-ის სამთო მანქანები ხელმისაწვდომია სხვადასხვა კონფიგურაციით, მათ შორის მაღალი წარმადობა, საწვავის ოპტიმიზირებული მოხმარება, ხმაურის შემცირება და ა.შ.. ეს არჩევანი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მოარგოს მანქანა კონკრეტულ სამუშაო გარემოს. დღეს, Liebherr Mining არის OEM (original equipment manufacturer), რომელიც გთავაზობთ ელექტროძრავიანი ექსკავატორების უდიდეს ასორტიმენტს. ხელმისაწვდომია 130-800 ტონიანი, R 9150 B, R 9200, R 9250, R 9350, R 9400 და R 9800 ელექტრო მოდელები.
ელექტროძრავით აღჭურვილია არა მხოლოდ Liebherr-ის ჰიდრავლიკური ექსკავატორები, არამედ სატვირთოებიც. ფაქტობრივად, Liebherr იყო პირველი მწარმოებელი, რომელმაც შეიმუშავა 100 ტონიანი დიზელი-ელექტრო სატვირთო Active Front End ტექნოლოგიით. 
გარდა ამისა, Liebherr გთავაზობთ Trolley Assist გადაწყვეტას სამთო სატვირთოებისთვის. Trolley Assist პანტოგრაფების გამოყენებით აკავშირებს სატვირთოს ამძრავ სისტემას საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზებთან აღმართზე მუშაობისას, რაც ზრდის ეფექტურობასა და პროდუქტიულობას. 

წინა

გაეცანით Bauma-ს წარმატების ისტორიას

შემდეგი

Liebherr-Aerospace - ნაბიჯები კოსმოსში